(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
რეზონიორი – (ფრ. raisonneur, raisonner მსჯელობა) – (მოძვ.) სცენური ამპლუა; მსახიობი, რომელიც ასრულებს რიტორიკული დეკლამაციისადმი მიდრეკილების მქონე, დამრიგებლური სენტენციებით აღსავსე, განსჯის მოყვარული ადამიანების როლებს. ფართოდ იყო გავრცელებული მე-17–18 საუკუნეების ევროპულ თეატრში.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი