გრიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 25 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამაზ ჩხიკვაძე აზდაკის როლში, სპექტაკლიდან "კავკასიური ცარცის წრე"

გრიმი – (ფრანგ. grime, < ძველლათინ. grimo – ნაოჭიანი), მსახიობის სახის შეცვლა სპეციალური საღებავებით, პარიკის, წვერის, ულვაშის დაწებებით, ვარცხნილობის შეცვლით (და ა.შ.) როლის შესაფერისად.

მსახიობის მიერ გრიმის გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული მისი მუშაობის სტილზე, მხატვრული აზროვნების თავისებურებაზე. გრიმის ევოლუცია უკავშირდება დრამატურგიის და რეჟისურის სახეცვლას, სხვადასხვა ესთეტიკურ მიმართულებებს თეატრალურ ხელოვნებაში. გრიმის ხელოვნება უძველეს საკულტო და საწესჩვეულებო სანახაობებში ჩაისახა. ანტიკური ხანის ბერძნულ თეატრში მსახიობები სახის შესაცვლელად ნიღაბს იყენებდნენ. შუა საუკუნეებში სახეს მურით და მცენარეული საღებავით იღებავდნენ. განზოგადებული, ყველა შემთხვევაში გამოსაყენებელი გრიმის შექმნას შეეცადნენ კლასიციზმის ეპოქაში. გრიმმა განსაკუთრებული დაფასება ჰპოვა სცენურ რეალიზმში როგორც მხატვრული სახის გახსნის უმნიშვნელოვანესმა კომპონენტმა. გრიმის ხელოვნებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კ. სტანისლავსკიმ.

საქართველოში გრიმს ძველთაგანვე იყენებდნენ ხალხურ სანახაობებში (ყეენობა, ბერიკაობა). გრიმს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, უ. ჩხეიძე. გრიმის საუკეთესო ოსტატი იყო ლ. მესხიშვილი. ქართულ თეატრში გრიმიორის პროფესიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია გ. სარჩიმელიძის მოღვაწეობასთან.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები