სატირული დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატირული დრამა — ძველბერძნული დრამატურგიის ჟანრი. წარმოიშვა ღმერთ დიონისეს პატივსაცემად გამართულ სოფლის საწესჩვეულებო დღესასწაულებზე. ათენში დიდი „დიონისეების“ თეატრალურ შეჯიბრებებში მტკიცე წესრიგის დამყარების (დაახლ. ძვ. წ. აღ. V საუკ.) შემდეგ სატირული დრამა ამ შეჯიბრებების აუცილებელ ნაწილად იქნა და სრულდებოდა „ტეტრალოგიის“ მე-4 დასკვნითი პიესის სახით. სატირული დრამის აუცილებელი მონაწილე იყო სატირების ტყის ოინბაზი, ბაქია დემონების ქორო. სატირული დრამის იუმორული კოლორიტი ტრაგედიის ჩვენების შემდეგ შექმნილ დაძაბულობას განმუხტავდა და მაყურებელს კვლავ დიონისეს საგაზაფხულო ზეიმის ატმოსფეროში მოაქცევდა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები