ინჟენიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:38, 13 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინჟენიუ – (ფრანგ. ingenue – გულუბრყვილო) მსახიობის ამპლუა, მიამიტი, მიმნდობი, მომხიბლავი, ღრმად მგრძნობიარე, შუშპარა, მოეშმაკო-მოკეკლუცო, თავისებური იუმორის გრძნობით დაჯილდოებული გოგონას როლი. მასთან ახლოს დგას „ახალგაზრდა გოგონას“ და „სუბრეტკას“ ამპლუა.