ემოციათა გორგალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:30, 10 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ემოციათა გორგალი“ – მსახიობის ქვეცნობიერიდან აღმოცენებული ემოციათა ნაკადი, რომელიც არ ექვემდებარება გაშიფრვას. ამას პირობითად შეიძლება ეწოდოს „ემოციათა გორგალი”, ანუ ისეთი წარმონაქმნი, სადაც გრძნობა, ემოცია, იმპულსი, აბსტრაქტული სახეები, პირადი თუ პერსონაჟის სურვილები და ფიქრები ისეა გადახლართული, როგორც სხვადახვა ფერისა და ხარისხის ძაფისაგან დახვეულ გორგალში. „ემოციათა გორგალის“ წარმოშობა ზუსტი ნიშანია იმისა, რომ მსახიობი უკვე მოქმედებს როლის შესატყვისად.
ი.ფარულავა