ბუკოლიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:12, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუკოლიკა (ბერძნ. bukolikos – ხარების მწყემსვა), XVI-XVII საუკუნეებში ამ სახელწოდებით აღნიშნავდნენ პასტორალური ჟანრის პიესებს (პასტორალი), პირველი ბუკოლიკა, რომლის ავტორი იყო გერსანი, წარმოადგინეს პუატიეში 1583 წ., მომდევნო წელს კი დადგეს კურტენის ბუკოლიკური პიესა. ეს პიესები, ძირითადად, ლექსად იწერებოდა და ლირიკულ, ნაზ ტონებში ხოტბას ასხამდა სოფლურ, კერძოდ, მწყემსურ ცხოვრებას.