ბომოლოხოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:56, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბომოლოხოსი – (ბერძნ. bomoloxos – მანჭია; სიტყვასიტყვით – მათხოვარი), ხუმარას ტიპი ანტიკურ კომედიაში. ბომოლოხოსი მაყურებელს აცინებდა სულელური საქციელით. ძალიან ხშირად, თავის მოსულელებით, იგი სასაცილო სიტუაციაში აგდებდა სხვა პერსონაჟებს. ბომოლოხოსმა ფართო ასპარეზი ჰპოვა ძველ ატიკურ კომედიაში.