ბედისწერის ტრაგედია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:14, 5 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ბედისწერის ტრაგედია“ – მე-19 სზუკუნის გერმანული მელოდრამის ნაირსახეობა. „ბედისწერის ტრაგედიის“ ელემენტები შესამჩნევია მე-17 საუკუნის სარაინდო დრამაში (ა. გრიფიუსი), ასევე მე-18 საუკუნის „ქარიშხლისა და შეტევის“ პოეტების ი. ლენცის და ფ. კლინგერის პიესებში, მე-19 საუკუნის რომანტიკოსების შემოქმედებაში.
„ბედისწერის ტრაგედიას“ საფუძვლად უდევს ციური ძალების გარდუვალი განჩინებისადმი რწმენა, ბედისწერის ყოვლისმომცველობის აღიარება. „ბედისწერის ტრაგედიისთვის“ დამახასიათებელია ჩახლართული სიუჟეტი, გმირებს თანსდევს მისტიკური ხილვები, საბედისწერო წინასწარმეტყველებანი, იდუმალი წინათგრძნობები.