არლეკინი (კომედია დელ არტე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერო და არლეკინი. სეზანი

არლეკინი — (იტალ, rlecchino), ტრადიციული პერსონაჟი იტალიურ კომედია დელ არტეში. შექმნა მსახიობმა ა. განასმა XVI საუკ. მეორე ნახევარში. არლეკინს დასში მეორე ძანის ადგილი ეჭირა; ტაკიმასხარა, რომელიც ინტრიგის ხლართებს ქმნიდა. ტანთ ეცვა სხვადასხვაფერი საკერებლებით აჭრელებული ტანსაცმელი, რაც პატრონის სიღარიბესა და, ამავე დროს, სიძუნწეს მიანიშნებდა.

XVII ს. შუა წლებში საფრანგეთში მსახიობმა ბიანკოლელიმ შესცვალა არლეკინის ხასიათი და ტანსაცმელი. მისი შესრულებით არლეკინი გადაიქცა პირველ ძანად — ეშმაკ, გონებამახვილ, ენამწარე ინტრიგანად, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მოქმედების განვითარებაში. ახლა მისი ტანსაცმლის საკერებლები ერთმანეთთან მიჯრილი სწორკუთხა სამკუთხედების ფორმისა და სამფეროვანი (წითელი, ყვითელი და მწვანე) გახდა.

XVI ს. მსახიობმა ტ. ვივენტინიმ არლეკინის ხასიათში შემოიტანა პათეტიკური ელემენტი და ამით აიძულა პარიზის საბაზრო თეატრის მაყურებლები ერთდროულად ეცინათ და ეტირათ. არლეკინის ნიღბის შემდგომი განვითარება წარიმართა კომედია დელ არტეს გარეშე, XVIII საუკ. ბოლოსა და XIX საუკ. დასაწყისის ფრანგულ არლეკინადაში, სადაც არლეკინი გადაიქცა მონდენილ მიჯნურად, პიეროს სვებედნიერ მეტოქედ.


Logo1.JPG არლეკინი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები