არლეკინი (სცენის დეკორაცია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:44, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არლეკინი – სცენის დეკორატიული გაფორმების ნაწილი; მაყურებელთა დარბაზის მხრიდან სცენის პორტალური თაღის ზემოთ უძრავად მიმაგრებული ქსოვილი–ფარდა. „არლეკინის“ დანიშნულებაა მაყურებლისგან დაფაროს სცენის ზედა კონსტრუქცია და მექანიზმები. წინა ფარდასთან ერთ მთლიანობაში მყოფი, იგი მაყურებელთა დარბაზის არქიტექტურული ინტერიერის შემადგენელი ნაწილია. ამ ტერმინის წარმოშობა უკავშირდება იტალიური ნიღბების თეატრის ტრადიციულ პერსონაჟს არლეკინოს, რომელიც ფარდის წინ გამოჩნდებოდა ხოლმე და ფარდის ნაკეცებში ეხვეოდა.
არლეკინი მრავალმნიშვნელოვანი |