ანგაჟემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:45, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანგაჟემენტი – (ფრანგ. engagement - ვალდებულება, დაქირავება) ), მსახიობის ან მსახიობთა დასის მოწვევა გარკვეული ვადით და პირობებით სპექტაკლში ან კონცერტში მონაწილეობის მისაღებად.
ანგაჟემენტის ვადა, ძირითადად, სამი წლით განისაზღვრებოდა, თუმცა შეიძლებოდა ხელშეკრულება ხუთი ან მეტი წლითაც დადებულიყო. მსახიობსა და თეატრის ხელმძღვანელს შორის ფორმდებოდა წერილობითი კონტრაქტი, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი მსახიობის უფლება-მოვალეობანი. ხელშეკრულება ორ ცალად იწერებოდა და მხარეებთან ინახებოდა.