წითელი კუნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი კუნელი

წითელი კუნელი – (Crataegus kyrtostyla [Fingerh.] M. Roem.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 5 მ-მდე სიმაღლის პატარა ხე ან ბუჩქია, მომურო-ნაცრისფერი ტოტებით. შიშველი და ნორჩობაში ოდნავ შებუსული, მცირერიცხოვანი ეკლებით. ფოთლის ყუნწები შიშველია ან ოდნავ შებუსული. ფოთოლი ღია მწვანე ფერისაა. მსხმოიარე ტოტების ფოთლები სხვადასხვანაირია, ძირითადად, უკუკვერცხისებური და რომბის ფორმის. 5-ნაკვთიანი. იშვიათად – 3 ან 7-ნაკვთიანი. უნაყოფო ყლორტების ფოთლები უფრო დიდია. ყვავილედი ფარია, დატოტვილი. გვირგვინი თეთრია, ნაყოფი – წითელი. ყვ. VI; ნაყ. IX. კახეთის რეგიონში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, ზოგჯერ რაყას ქმნის. მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები