გლედიჩია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლედიჩია

გლედიჩია − (ლათ. gleditschia) – ხის ჯიში, რომელიც გავრცელებულია ამერიკის კონტინენტზე და კასპიისპირეთში. ცნობილია თორმეტამდე სახეობა. ამერიკული გლედიჩია ტანმაღალი ხეა, გული მოვარდისფრო აქვს, მაგარია და წყალში საკმაოდ გამძლე. კასპიის გლედიჩია ტანდაბალი ხეა (13 მ-მდე). მერქანი მოყვითალო ფერის აქვს. მაგარია, მაგრამ ადვილად ლპება. საქართველოში გავრცელებულია სხვადასხვა სახელით: ქაჯეკალა, ღობის ეკალი, რუსული ეკალი, ქაცვი-ეკალი, დიდი ეკალი, საწოვარა (იმერეთი); ხეეკალა, ხელურსმანა, ლურსმანა, ჭოტი ხე (კახეთი); დიდეკალა (ქიზიყი) და სხვ.








წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები