ალკოჰოლური სასმელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:20, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლური სასმელები - (alcoholic beverage) – დასალევად ვარგისი ალკოჰოლის (ეთანოლის) შემცველი სითხე. თითქმის ყველა ალკოჰოლური სასმელი მიიღება დუღილის გზით, სპირტის შემთხვევაში დისტილაციით (გამოხდით). ლუდი და ელი მზადდება ხორბლისგან, ბრინჯისა და სოიოსაგან. ღვინის მიღებისას გამოიყენება სხვადასხვა კენკროვანი ხილი, ძირითადად, ყურძენი. დუღილის შედეგად მიიღება ისეთი ტრადიციული სასმელები, როგორიცაა: თაფლის არაყითაფლისაგან, სიდრა – ვაშლისა და სხვა ხილისგან, საკე ბრინჯისგან მიღებული იაპონური არაყი, პულკე – კაკტუსისგან, ჩიჩა – სიმინდის თესლისგან.

საწყისი პროდუქტების შესაბამისად, გამოყოფენ სპირტების სხვადასხვა სახეობას: არაყი – საწყისი პროდუქტი ხორბალი ან კარტოფილი, ვისკი – ჭვავი ან სიმინდი, რომი – შაქრის ლერწამი, ბრენდი – ყურძენი ან სხვა ხილი. პორტვეინში, ხერესში და სხვა მაგარ ღვინოებში ეთანოლის. შემცველობის 20%-მდე გასაზრდელად, ჩვეულებრივად, სპირტს ამატებენ.

ალკოჰოლის მიღება შესაძლებელია ქიმიური გზითაც – სინთეზირებით ნავთობისაგან, მაგრამ ასეთი სახით მიღებული ალკოჰოლი იშვიათად იხმარება სასმელად.

ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში იდენტიფიცირებულია არაეთანოლის რამდენიმე ათასი კომპონენტი (ეთანოლისა და წყლის გარდა), მაგრამ ყველა ეთანოლი გავრცელებული ალკოჰოლური სასმელის მთავარ ფსიქოაქტიურ ინგრედიენტს წარმოადგენს.

ალკოჰოლური სასმელები უმეტეს ტრადიციულ საზოგადოებებში (ავსტრალიის, ჩრდილოეთ ამერიკის – მექსიკის საზღვრის ჩრდილოეთით, ოკეანიის გარდა) უძველესი დროიდან გამოიყენება. დუღილის გზით მიღებულ მრავალ ტრადიციულ ალკოჰოლურ სასმელში იყო ალკოჰოლის საკმაოდ დაბალი შემცველობა, რის გამოც მათი შენახვა მხოლოდ რამდენიმე დღით იყო შესაძლებელი.

მრავალი ქვეყნის მთავრობა ცდილობს, ლიცენზირების ან სხვა საშუალებების გამოყენებით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებისა და გაყიდვის კონტროლს, თუმცა, სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელების საშინაო წარმოება შესაძლოა დაშვებული იყოს. ალკოჰოლური სასმელების (განსაკუთრებით მაგარი) კუსტარული დამზადების დროს შესაძლოა მათში მომწამვლელი ნივთიერებების (მაგ., ტყვია) შერევა, რის გამოც მათი გამოყენება საშიში ხდება.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები