წითელი მოცვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:17, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წითელი მოცვი - Vaccinium vitis - idaea L.
ფშავ. - თეთრწითელა, ხევს. – თაგვისტომა, თუშ. — სტომი, მოხ. – წითელხილაი, წითელი ხილი
წითელი მოცვი ეკუთვნის მანანასებრთა ოჯახს. გავრცელებულია უმეტესად კავკასიონის მაღალ მთებში, ტყეებსა და დეკიანებში. პატარა, მარადმწვანე ბუჩქია, მიწაზე გართხმული ან წამოწეული ტოტებით. სიმაღლით 30 სმ-ს არ აღემატება, უფრო ხშირად 15-20 სმ-ია.
ფოთლები ტყავისებრია, მოკლეყუნწიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვედა შედარებით მკრთალი, კიდემთლიანია ან ოდნავ დაკბილული. ყვავილობს მაის-ივნისში. ყვავილები თეთრია ან მკრთალი ვარდისფერი, თავდაკიდებულ მტევნად შეკრებილი. ნაყოფი კურკიანაა, მრგვალი, წითელი ფერის. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.