გრიგოლი (ოშკის ტაძრის მშენებელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:43, 5 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლიოშკის ტაძრის მშენებელი, მოღვაწეობდა X ს-ში. მოხსენიებულია ტაძრის დიდ სამშენებლო წარწერაში: „მე გრიგოლ ღირსმყო ღმერთმან მსახურებისა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედა მდგომი“; ამავე წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით (ადარნასე III კურაპალატის ძენი – ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით III დიდი კურაპალატი), წარწერა 958-961 წლებით თარიღდება; მუხლმოდრეკილი, ხელებაპყრობილი გრიგოლი გამოსახულია ტაძრის სამხრეთ გალერეაში, რელიეფებიან ბოძზე, ვედრების კომპოზიციის ქვეშ; ექვთიმე ღვთისკაცს (თაყაიშვილი) გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ გრიგოლი შესაძლოა გრიგოლ ღვთისმეტყველის ზოგიერთი ნაწარმოების მთარგმნელი გრიგოლ ოშკელი იყოს.

ოშკის ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობაა და მხატვრული და ისტორიული თვალსაზრისით ღირსეული ადგილი უკავია ქართული ხელოვნების ისტორიაში.

ვ. ბერიძე

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • თაყაიშვილი ე.,1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ.,1960;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ.1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები