აედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:03, 4 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აედი - (ბერძნ.) „მომღერალი, პოეტი, შემლოცველი.“
ჰომეროსის დროს აედი ეწოდებოდა პოეტსა და მომღერალს, რომელიც ოთხსიმიან ლირაზე მღეროდა. ანტიკურ ეპოქაში პროფესიონალი მომღერალი დიდი პატივით სარგებლობდა. ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ აედთა პირით მეტყველებდნენ თავად ღმერთები. აედებს ხშირად წარმოსახავდნენ ბრმა მომღერლებად. ითვლებოდა რომ მათ პოეზიისა და სიმღერის ნიჭი თვალთა ნათელის სანაცვლოდ ეძლეოდათ.