გერმანე (გილაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:37, 25 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანე – (გილაშვილი გაბრიელ), (1806-18.07.1851, დავითგარეჯის ლავრა, თბილისის გუბერნია), ბერი, წმ. (ხსენ. დღე 12/25. 08).

დაიბადა საეკლესიო გლეხის ოჯახში. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიპიკონი და გალობა დავითგარეჯის ლავრაში ისწავლა. 1831 წ. 1 აგვისტოს ამავე მონასტრის საძმოში მორჩილად მიიღეს. 1845 წ. 14 ნოემბერს არქიმანდრიტმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა. 1851 წ. 18 ივლისს გერმანე ლეკებმა აწამეს დავითგარეჯის მონასტრის კრებულის სხვა წევრებთან ერთად და თავი მოჰკვეთეს.

1995 წ. 17-18 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე იგი მოწამე კრებულთან ერთად წმინდანთა დასში შეირაცხა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №13369.
  • ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი, თბ., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები