ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 23 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა − ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაარსდა 1543 წელს. მასში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ იოაჰიმ ფელერი – ხელნაწერთა პირველი კატალოგის შემდგენელი, ქრისტიან გოტლიბ იოხერი, რომელმაც დანერგა ანბანური კატალოგიზაციის სისტემა, ერნსტ გოტგელფ ჰერდორფი, რომელმაც ჩაატარა ბიბლიოთეკის სამეცნიერო რეორგანიზაცია.
ამჟამად ბიბლიოთეკა ფლობს 5 მლნ. ტომს, 8700 ხელნაწერ წიგნს, რომელთაგან 3200 აღმოსავლური კოლექციის კუთვნილებაა; 3700 ინკუნაბულას, 173 000 ავტოგრაფსა და მე-16 ს-ის ნაბეჭდ წიგნს.
იხილე აგრეთვე
ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები