შარვაშიძე გიორგი (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარვაშიძე გიორგი

შარვაშიძე გიორგი – (Sharvashidze George), ქართველი დიპლომატი, 2018-2020 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში
დაიბადა 7 ნოემბერი, 1980 წელი, ქ. ქუთაისი, საქართველო.
განათლება:
2002 – წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატი;
2002-2004 – სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით;
2009 – სწავლა განაგრძო საფრანგეთსა (ICN BusinessSchool, ქ. ნანსი) და მოგვიანებით იტალიაში (Universita Cattolica del Sacro Cuore. ქ. მილანი) და 2010 წელს მიენიჭა საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის ორმაგი ხარისხი;
2011 – დაამთავრა აღმოსავლეთ ჩინეთის (ქ. შანხაი) მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (ECUST) მაგისტრატურა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
2002 – მუშაობდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში საგარეო ურთიერთობათა ცენტრის კოორდინატორად;
2004-2005 – საზოგადოებრივი გაერთიანება „დემოკრატიის ცენტრში“ საგარეო ურთიერთობათა მენეჯერი;
2005-2006 – მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოში უფროს ინსპექტორად;
2006-2016 – მუშაობდა სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილში“ სხვადასხვა თანამდებობაზე;
2016-2017 – სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ოპერაციული დირექტორი;
2017-2018 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
==წყარო==
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები