ბერძენიშვილი ოთარ
ოთარ ბერძენიშვილი − (Orat Berdzenishvili), ქართველი დიპლომატი, 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული კოლუმბიის რესპუბლიკაში, პერუს რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში, ეკვადორის რესპუბლიკაში, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში და საქართველოს წარმომადგენელი კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში (CARICOM). 2017 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში
დაიბადა 19 სექტემბერი,1978 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1999 − დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი;
2002 − დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის მაგისტრატურა;
2005-2006 − ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, SAIS საზაფხულო პროგრამა − უმაღლეს საერთაშორისო სწავლებათა სკოლა − საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ბიზნესი;
2008 − ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომი, იტალია − ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს ტრანსფორმაცია, გლობალური უსაფრთხოების გარემო და ნატო;
2009 − ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი, გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია − გლობალური უსაფრთხოება, ტრანსნაციონალური გამოწვევა, საერთაშორისო ნორმები, შეიარაღებული კონფლიქტი და ტერორიზმი.
სამუშაო გამოცდილება:
1999-2000 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი;
2000-2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი;
2004-2008 _ საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, პირველი მდივანი;
2008-2009 _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
2009-2010 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი;
2016 − საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ფლობს: ინგლისურ, პორტუგალიურ, ესპანურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდო: ბრაზილიის ეროვნული უმაღლესი ორდენი − „დიდი სამხრეთის ჯვარი”.