ბაგრატიონ მუხრანბატონი ქეთევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთევან ბაგრატიონ

ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონიქართველი დიპლომატი, 2005-2014 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) – აკრედიტებული მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან. 2019 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) – აკრედიტებული მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან.

დაიბადა 20 ივლისი, 1954 წელი, ტალანსი, საფრანგეთი.

განათლება:
1971 – ბაკალავრი ფილოსოფიასა და ფილოლოგიაში;
1973 – უნივერსიტეტის დიპლომი ფილოლოგიაში, რუსული ენის განყოფილება;
1974 – ჩეხური ენის მე-3 კურსის დამთავრების დიპლომი;
1974 – ფილოლოგის ლიცენზია, რუსული ენის განყოფილება;
1975-1976 წლებში – რვა თვიანი სასწავლო სტიპენდია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ორ თვიანი სასწავლო სტიპენდია თბილისის ივ. ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტში,
1986 – იღებს სასოფლო-სამეურნეო ექსპერტის დიპლომს.

სამუშაო გამოცდილება:
1991 – აარსებს იტალიურ-ქართულ ასოციაციას „წმინდა გიორგის ფარი“ და არის მისი პრეზიდენტი 2005 წლის 9 მარტამდე. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო და ითანამშრომლა სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან (CRI, WFP, Caritas, „Insieme per la Pace“), საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელებაში, ჩაატარა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხელი შეუწყო საერთაშორისო დონის პოლიტიკურ შეხვედრებში ქართული დელეგაციების მონაწილეობას;
1997 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მონაწილეობას იღებს საქართველოს პრეზიდენტის იტალიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდარში სახელმწიფო ვიზიტისა და რომის პაპთან, იოანე-პავლე II შეხვედრის ორგანიზებაში;
1999 – მონაწილეობა მიიღო რომის პაპის იოანე-პავლე II საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში.

ფლობს: ფრანგულ, იტალიურ, ინგლისურ, რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
1992 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედალი,
1995 – ენიჭება საქართველოს საპატიო მოქალაქეობა პასპორტი N.001,
ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედალი,
ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენის ოქროს მედალი,
2000 – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისი უწმინდესობა ილია II მიერ დამსახურების სიგელი,
2007 – წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვარი,
2009 – ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვარი,
2013 – მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის დიდი ჯვარი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები