გეგიძე ბიძინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 12 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბიძინა გეგიძე – დაიბადა 1958 წლის 3 მარტს ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში. სპორტსმენი, რაგბისტი, პოლიტიკოსი
განათლება
- სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ვნიიტმე“ (1974-1975)
- ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობა (1975-1980).
სამუშაო გამოცდილება
- საპროექტო ინსტიტუტი „საქგიპროშახტი“ (1980-1990)
- ფირმა „ათინათი“-ს მენეჯერი (1990-1992)
- შპს „გუმარი“ გენერალური დირექტორი (1993-1996)
- კინოსტუდია "აისის" დამფუძნებელი (1994-2007)
- საქართველოს რაგბის კავშირი (1995-2004)
- თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2006)
- გაერთიანებული ოპოზიცია (2006-2012)
- „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის მოადგილე (2014-2016)
- საქართველოს პარლამენტის წერვი 2016 წლიდან – მაჟორიტარი, თბილისის №2 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი