ერთობლივი მოთხოვნის ელასტიკურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 6 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთობლივი მოთხოვნის ელასტიკურობა - (elasticity of aggregate demand), მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ეკონომიკაში ერთობლივი მოთხოვნის მოცულობის შემთვისებლობას საქონლისა და მომსახურების ფასების დონის ცვალებადობასთან. ასახავს მოცემულ საქონელსა და მომსახურებაზე ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებას მათი ფასის ერთი პროცენტით შეცვლისას. თუ ერთობლივი მოთხოვნის მოცულობის პროცენტული ზრდა აღემატება ფასების შემცირების პროცენტულ დონეს, მაშინ მოთხოვნა ელასტიკურია (ED>1). როცა ერთობლივი მოთხოვნისა და ფასების ცვლილების მაჩვენებლები თანაბარია (გამოხატული პროცენტულად), მოთხოვნის ელასტიკურობა ითვლება 1-ის ტოლად (ED=1); თუ ფასების შემცირების პროცენტული დონე აღემატება ერთობლივი მოთხოვნის ზრდას (%-ში), ერთობლივი მოთხოვნა არაელასტიკურია (ED<1). ერთობლივი მოთხოვნის ელასტიკურობა ფართოდ გამოიყენება ფასების დონის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები