აქციონერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 30 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქციონერი - (stockholder, shareholder) [<ფრანგ. acctionaire] - პირი, რომელიც აქციონერთა საზოგადოების წევრი ხდება მისი აქციის ან აქციების შეძენის საფუძველზე. აქციონერი სარგებლობს გარკვეული უფლებებით. კერძოდ, მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრაში, აირჩიოს ან არჩეული იქნეს აქციონერული საზოგადოების ხელმძღვანელად, მიიღოს მისი მოგების ნაწილი დივიდენდის სახით, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა აქციებზე გადასახადების გადახდისა და რეზერვების შევსების შემდეგ, უფლება აქვს მიიღოს ქონების ნაწილი (აქციების ღირებულების სიდიდის მიხედვით) აქციონერული საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში და ა.შ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები