ბუნებრივი მონოპოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნებრივი მონოპოლია - (natural monopoly) სახელმწიფო მონოპოლია, რომელიც ოფიციალურად აღიარებული გარდაუვალი მონოპოლიაა საქონლის (მომსახურების) წარმოებასა და გაყიდვაზე. ადგილი აქვს ენერგო-, თბო-, წყალ- და გაზმომარაგებაში, სარკინიგზო მიმოსვლაში, საფოსტო, სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირგაბმულობაში და ა.შ. საქმიანობის ამ სფეროებში ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა გამოწვეულია დარგის ტექნიკური და ტექნოლოგიური სპეციფიკით, რომელიც მოითხოვს წარმოების, განაწილებისა და მოხმარების ერთიან სისტემას. წარმოებული პროდუქციის მოხმარების მასობრივი ხასიათი განაპირობებს ფართომასშტაბური წარმოების აუცილებლობას. ამასთან, ვინაიდან ეს პროდუქცია გამოირჩევა ერთგვაროვნების მაღალი დონით და მისი შეცვლა ალტერნატიული პროდუქციით შეუძლებელია, ამიტომ ამ დარგებში, წარმოების მასშტაბების გაფართოებასთან დაკავშირებით, ძლიერ მოქმედებს ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯების ეკონომიის კანონი. მათში საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების შემთხვევაში კერძო მეწარმეები, რომლებიც ბაზარზე დაიკავებდნენ მყარ პოზიციას, ადვილად შეძლებდნენ კონკურენციულ ბრძოლაში ახალი მეტოქეების დამარცხებას. მათი მდგომარეობა ბაზარზე, წარმოების ფართომასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის მონოპოლიური იქნებოდა და გამოიწვევდა რესურსების უკიდურესად არარაციონალურ ხარჯვას. ამიტომ ეკონომიკური საქმიანობის ამ სფეროებში არ არსებობს ეკონომიკური სივრცე ნორმალური კონკურენციისათვის, რაც განაპირობებს ბუნებრივი მონოპოლიების არსებობას. ბუნებრივი მონოპოლია უნდა განვასხვაოთ ხელოვნური მონოპოლიისაგან, რომელიც ფორმირდება ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურების წარმოების, განაწილებისა და მოხმარების მონოპოლიზაციის საფუძველზე და ხელოვნურად ზღუდავს საბაზრო მექანიზმის მოქმედების სფეროს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები