შენგელაია ელდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:16, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელდარ შენგელაია – დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში. — რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი. მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებული. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
განათლება – საკავშირო სახელმწიფო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1958).
სამუშაო გამოცდილება
- კინოსტუდია „მოსფილმის“ კინორეჟისორი (1957-1959)
- კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორი (1960-)
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე (1976-)
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე (1991-2006).
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
პარლამენტის წევრი
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“, კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
პრემია
რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
სახელმწიფო ჯილდოები
წმინდა გიორგისა და საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენების კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი რეჟისორები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სახალხო არტისტები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები
- წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის ორდენოსნები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენოსნები
- შენგელაიები