სააბაზანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:10, 27 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სააბაზანო
1. სათავსი წყლის პროცედურებისათვის;
2. სათავსი საცხოვრებელი ბინის ან სახლის ნაწილში, რომელშიც შეიძლება ბანაობა ან შხაპის მიღება. ნორმალურ შემთხვევაში სააბაზანოში განთავსებულია საშხაპე, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა. სააბაზანოს აქსესუარებია სარკე, თაროები, გამწოვი ვენტილატორი, საპონი, შამპუნი და დასაბანად საჭირო სხვა ნივთები. ხშირად სააბაზანოში დამონტაჟებულია უნიტაზიც; ამ შემთხვევაში სააბაზანო საპირფარეშოს ფუნქციასაც ასრულებს.