ჟვანია ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:22, 26 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზურაბ ჟვანია – (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005). — ბიოლოგი, პოლიტიკოსი. პარლამენტის თავმჯდომარე (1995-2001). საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (2003-2004). საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2004-2005). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (1985).
სამუშაო გამოცდილება
- თსუ-ს მეცნიერ-თანამშრომელი (1985-92).
- მწვანეთა პარტიის სპიკერი (1990-93).
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტიისაგან;
- მწვანეთა ფრაქციის თავმჯდომარე (1992-95).
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი (1993-97).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, პარლამენტის თავმჯდომარე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003): პარლამენტის თავმჯდომარე (1999-2001), პ/გ „გაერთიანებული დემოკრატების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- საქართველოს პრემიერ-მინისტრები
- საქართველოს პოლიტიკური ლიდერები
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები
- ჟვანიები