ყველგანმავალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 26 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყველგანმავალი – მაღალი გამავლობის ავტომობილი მძიმე საგზაო პირობებში (უგზოობა, ჭაობი, თოვლი და სხვ.) ექსპლუატაციისათვის. ყველგანმავალში ჩვეულებრივ იყენებენ ავტომობილის შასს, რომელზეც მორგებულია მუხლუხოვანი მამოძრავებლები ან სპეციალური საბურავები, ხოლო ტრანსმისიაში დამატებით ამონტაჟებენ გადაცემათა კოლოფს, ან სხვა მექანიზმს, რომელიც გამწევ ძალას აძლიერებს.