ტონი (ფერის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:40, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტონი – (ბერძ.tonos), ფერის ერთ-ერთი ძირითადი თვისება (სიმკვრივისა და ნაჯერობის თანაფარდად), რომელიც განსაზღვრავს მის ხასიათს, შეფერილობას. მხატვრობაში ტონი ეწოდება ძირითად ფერს, რომელიც განაზოგადებს და თავის თავს უქვემდებარებს კოლორიტის ერთიანობის გადმომცემ სურათის ყველა ფერს. ტონალურ ფერწერაში საღებავები შეირჩევა საერთო ტონით ფერების გაერთიანების მიზნით. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ფერი ჭარბობს ან როგორია მასში ფერების შეხამება, ტონი სურათში შეიძლება იყოს ვერცხლისფერი, ოქროსფერი, წყნარი ან მყვირალა, თბილი ან ცივი და ა. შ.