დოკუმენტური დრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„დოკუმენტური თეატრი“ (დოკუმენტური დრამა) – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმდინარეობა თანამედროვე თეატრში. თავისთავად დოკუმენტური დრამის ფორმა მკვეთრად უპირისპირდება ინტელექტის დრამას. ხელოვნების ახალი მეთოდის მასალაა ოქმი, ფაქტი, მოწმობა, საარქივო მასალები. დრამა არაფერს არ ერიდება, არ ზოგავს მაყურებელს და იხსენებს ფაშიზმის ბოროტმოქმედებას, სადიზმს, სიკვდილის ბანაკებს. „სპექტაკლი-სასამართლო“ ესაა ხელოვნებაში „დოკუმენტალიზმის“ ძირითადი არსი.