ვენტილატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენტილატორი

ვენტილატორი − (ლათ. ventilator სანიავებელი < ventilo განიავება, ბერვა), მოწყობილობა, რომელიც ქმნის ჰაერის ან სხვა აირის ჭარბ წნევას, გადაადგილებს აერონარევებს მილსადენში და ახდენს სათავსის განიავებას. ვენტილატორს, როგორც წესი, აქვს ცვლად ან მუდმივ დენზე მომუშავე ელექტროამძრავი. თანამედროვე კომპიუტერულ მოწყობილობებში გამოიყენება გაცივების ვენტილატორები მხოლოდ მუდმივი დენის უმუსო (უჯაგრისო, უნახშირო) ძრავებით, რომლებიც პრაქტიკულად არ ქმნიან ელექტრომაგნიტურ დაბრკოლებებს მუშაობის პროცესში. ტექნიკაში გამოყენებული ვენტილატორის სახეებია: არხიანი, გამწოვი, დაბალი წნევის, დამხმარე, დიამეტრალური, ელექტრონული, კვამლსაწოვი, მაღალი წნევის, მთავარი განიავების, მრავალზონური, ნაწილობრივი განიავების, პნევმატიკური, პროპელერიანი, რეაქტიული, რევერსიული, საბე-რი, სათავო, სამტვრე, საყოფაცხოვრებო, საჭირხნი, სახურავის, ტურბოღერძული, უფრთო, ღე-რძული, შემწოვი, ცენტრიდანული, ჭერისა და სხვ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები