ეთილაცეტატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:46, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეთილაცეტატი – ძმარმჟავას ეთილური ეთერი CH3COOC2H5; რთული ეთერი; უფერო, ადვილადაქროლადი სითხე ხილის სუნით;
დუღილის ტემპერატურა – 77,1°C;
სიმკვრივე – 900 კგ/მ3.
ცუდად იხსნება წყალში, ერევა ბევრ ორგანულ გამხსნელში. აქვს ნარკოტიკული მოქმედება, აღიზიანებს ლორწოვან გარსს; ჰაერში ეთილაცეტატის ორთქლის მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციაა 200 მგ/მ3. გამოიყენება ნიტროცელულოზას, სინთეზური ფისის, ქლორკაუჩუკის გამხსნელად; აგრეთვე, როგორც ხილის ესენციის კომპონენტი.