ბახი იოჰან ქრისტიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 18 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან ქრისტიან ბახი

იოჰან ქრისტიან ბახი - (გერმ. Johann Christian Bach) [5. XI. 1735, ლაიფციგი,– 1. I. 1782, ლონდონი], კომპოზიტორი და პიანისტი. ი.ს. ბახის უმცროსი ვაჟი. დიდხანს ცხოვრობდა მილანსა და ლონდონში (აქედან – „მილანელი“ და „ლონდონელი“ ბახი).

განავითარა ე.წ. გალანტური, ანუ დახვეწილი სტილი. სახელი მოიპოვა როგორც ოპერების (12) ავტორმა. საფორტეპიანო მუსიკაში გადმოიტანა იტალიური საოპერო მელოდიკის მღერადობა. გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მოცარტზე.







წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები