ადაპტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:38, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადაპტერი – (ფრანგ. Adapter < ლათ. adaptāre შეგუება, შეწყობა, მორგება; მოწესრიგება),
- შემაერთებელი მოწყობილობა, „გადამრთველი”;
- ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც გამაძლიერებლის საშუალებით გადმოსცემს გრამაფონის ფირფიტაზე ჩაწერილ ხმას;
- ფოტოაპარატის დამატებითი კასეტა, რომელიც შესაძლებელს ხდის აპარატის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ფორმატის სხვადასხვა შუქმგრძნობიარე მასალის გამოყენებას;
- მოწყობილობა, რომლითაც ფოტოაპარატზე მაგრდება, არასტანდარტული ობიექტივი;
- მოწყობილობა ხელსაწყოს ნაწილის ელექტროქსელში ჩასართავად, რისი განხორციელებაც პირდაპირ შეუძლებელია;
- ადამიანი, რომელიც ამუშავებს ტექსტს, რათა ის გახადოს ვარგისი გადაღების, გადაცემის ან სცენისათვის.