კალოიანი სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:54, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალოიანი სახლისაცხოვრებელი სახლის ტიპი ხევსურეთში. წარმოადგენს ლიტონი ქვისგან აგებულ შენობას. პირველ სართულს ეწოდება სახლი, სადაც განთავსებულია კერა, ადამიანები და საქონელი. მეორე სართულს ეწოდება ჭერხო, რომელიც წარმოადგენს მამაკაცთა თავშესაფარს და ამასთანავე, სამეურნეო მარაგის საცავს, ხოლო მესამე სართულია კალო, ანუ მაღალი ბანი, სადაც ზამთრობით ყინულზე პურს ლეწავენ. აქვე განთავსებულია დახურული სათავსი, სადაც იარაღს ინახავენ. კალოიანი სახლი წარმოადგენს ხევსურეთისთვის ყველაზე დამახასიათებელ საცხოვრისს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები