ფოლადი „ვუცი“

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოლადი „ვუცი“ – ტიგელური ფოლადი ხაზოვანი სტრუქტურით, რომელიც წარმოიშობა მარტენსიტურ ან პერლიტურ მატრიცაში მიკროკარბიდული ფენებით ნახშირბადუხვ ფოლადებში ან მცირენახშირბადიან ფოლადების ფერიტულ და პერლიტურ სარტყლებში. ფოლადის შენადნობის ეს ნოვატორული მატრიცა, დამუშავებული იქნა ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში სამხრეთ ინდოეთში და იქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ის ცნობილი იყო ძველ დროში სხვადასხვა სახელით, როგორიცაა: Wootz, Ukku, Hindvi Steel, Hinduwani Steel, Teling Steel და Seric Iron. ძვ. წ. V საუკუნიდან ტიგელური ინდური ფოლადი ექსპორტირდებოდა (ტორტის ფორმის გლიბებით) რომში, ეგვიპტეში, ჩინეთსა და არაბეთში, როგორც ყველაზე საუკეთესო ფოლადი მსოფლიოში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები