არხიპოვა ირინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 12 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არხიპოვა ირინა კონსტანტინეს ასული - (2. XII. 1925, მოსკოვი 11. II. 2010, მოსკოვი), რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო), სსრკ. სახალხო არტისტი, ლენინის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი (1948) და მოსკოვის კონსერვატორია (1953).
არხიპოვას დებიუტი შედგა სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1956-88 სსრკ დიდ თეატრის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, გამოირჩევა დახვეწილი ოსტატობითა და არტისტიზმით. არხიპოვას რეპერტუარიდან აღსანიშნავია: მარინა მნიშეკი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ამნერისი (ვერდის „აიდა“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“) და სხვა პარტიები.
წყარო
უსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")