ხოტევის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 9 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოტევის ციხე

ხოტევის ციხე − (ინგლ. Khotevi castle), XVII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხესიმაგრე რაჭის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ს. ხოტევში, მდ. ხოტეურას მარცხენა ნაპირზე. ციხის გალავანი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ეზოში დიდი აუზი ყოფილა, რომელშიც წყალი თიხის მილებით შემოდიოდა. აქვეა ღვინის ქვევრები და მცირე ნაგებობათა ნაშთები. ციხე იმერეთიდან ჩრდილო კავკასიაში გადამავალ სავაჭრო გზას აკონტროლებდა და საკმაოდ ძნელად ასაღები ყოფილა. ხოტევის ციხე თავადი წულუკიძეების საგვარეულო საკუთრება იყო.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები