ხიმინჯ-გარსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:30, 8 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოლადის ხიმინჯ-გარსი

ხიმინჯ-გარსი – 0,7-6 მ დიამეტრის ცილინდრი დამზადებული ფოლადის ან რკინაბეტონისაგან სიგრძით 14 მ-მდე. საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი სიგრძეში წაზრდა (50 მ-მდე). ღია ქვედა ტორსის მქონე ხიმინჯ-გარსი ჩასობის შემდეგ ივსება უფრო მკვრივი გრუნტით, რაც ზრდის გრუნტის მზიდუნარიანობას. დიდი დიამეტრის რკინაბეტონის ხიმინჯ-გარსი დასამზადებლად გამოიყენება ცენტრიფუგირება, ხოლო თუ დიამეტრი 4 მ-ზე მეტია, მაშინ მისი დამზადება ხორციელდება ადგილზე. ხიმინჯ-გარსი გამოიყენება პრობლემური საძირკვლების მოსაწყობად (სუსტი და ფხვიერი გრუნტები, სეისმურად საშიში რაიონები, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები