მონოპოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 7 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოპოლია - (monopoly) [ბერძ. monos ერთი, pole ვყიდი]

  1. წარმოების, ვაჭრობის, რეწვის და ა.შ. განსაკუთრებული უფლება, რომელიც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა განსაზღვრულ ჯგუფს ან სახელმწიფოს;
  2. მსხვილ მეწარმეთა გაერთიანება, რომელიც წარმოიქმნება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის საფუძველზე. მონოპოლიის ძირითადი სახეებია: კარტელი, სინდიკატი, ტრესტი, კონცერნი, კონსორციუმი, კონგლომერატი;
  3. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის ერთსახოვანი პროდუქციის ერთი მწარმწარმოებელი (გამყიდველი, მიმწოდებელი) და მრავალი მომხმარებელი,მყიდველი. (საპირისპიროა - მონოპსონია). თუ ბაზარზე ერთი გამყიდველი და ერთი მყიდველია, მაშინ საქმე გვაქვს ორმხრივ მონოპოლიასთან. ასეთ სიტუაციას აბსოლუტურ მონოპოლიას უწოდებენ, თუმცა, როგორც სრულყოფილი კონკურენცია, ასევე, აბსოლუტური მონოპოლია არ გვხვდება რეალურ ცხოვრებაში.


==წყარო==

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები