სასარგებლო წიაღისეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასარგებლო წიაღისეული – დედამიწის ქერქის მინერალური წარმონაქმნები, რომელთა ქიმიური შედგენილობა და ფიზიკური თვისებები საშუალებას იძლევა ეფექტურად გამოვიყენოთ მატერიალური წარმოების სფეროში. დანიშნულებისა და გამოყენების სფეროების მიხედვით არსებობს სათბობ-ენერგეტიკული, მადნეულის (შავი და ფერადი ლითონების მადნები), საშენი მასალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, მიწისქვეშა წყლებისა და არასაწვავი აირების და სხვა არამადნეული წიაღისეულის სახეობანი. ძირითადი სასარგებლო წიაღისეული არის მადნეულ წიაღისეულში არსებული ის ძირითადი სასარგებლო კომპონენტი, რომლის მოპოვების მიზნითაც ხდება საბადოს დამუშავება. მადანში არსებული კომპონენტები, რომელთა მოპოვება და გამოყენება ხდება ძირითად სასარგებლო წიაღისეულთან ერთად, წარმოადგენს თანმდევ სასარგებლო წიაღისეულს.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები