ძელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძელი – დახერხილი ან გათლილი ხე, რომლის განივკვეთის ზომები 100 მმ-ს აღემატება.

ძელი შეიძლება იყოს ორ-, სამ- და ოთხნაწიბურიანი. განივკვეთის მაქსიმალური ზომაა 275 მმ. პრაქტიკულად ძელი, რომლის განივკვეთის ზომები მეტია 150 მმ-ზე დეფიციტურია, ამიტომ მათი გამოყენება შეზღუდულია. მშენებლობაში გამოყენებული ძელის სახეებია: ამრიდი, ბუფერის, გადასაბმელი, გადასაყვანი, განივი, გრძივი, დამცავი, დანებიანი, ზედა, თავსადები, კარის, კბილებიანი, კეხის, ლავგარდნის, მთლიანკვეთიანი, მისადგამი, მისატკეცი, მისაჭერი, მოქნილი, მრუდე, ნივნივის, ნივნივქვეშა, საბიგე, საბჯენი, საზომი, სამშენებლო, საფეხუროვანი, საყრდენი, საშპალე, საწევი, საწრფევებელი, ტოლწინაღობი, შედგენილი, შესაკრავი, ჩამკეტი, ჩარჩოს, ჩასატანებელი, ხიდის, ხისტი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები