კოორპორაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორპორაცია - (corporation, public company) - [<საშ. ლათ. corporatio გაერთიანება, საზოგადოება] - თანამედროვე მეწარმეობის, ბიზნესის ერთ-ერთი ორგანიზაციული ფორმა. მისი თანამესაკუთრეა აქციის მფლობელთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელსაც აკისრია შეზღუდული პასუხისმგებლობა კორპორაციის აქციონერულ კაპიტალში თავისი წილის ოდენობის მიხედვით. კორპორაციის მთელი მოგება, რომელიც მის აქციონერებს ეკუთვნით, იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილდება აქციის მფლობელებს შორის დივიდენდის სახით, მეორე კი ხმარდება რეინვესტირებას. ამ ფორმის ძირითადი უპირატესობაა ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით დამატებითი კაპიტალის მობილიზაციის შესაძლებლობა. თავის საქმიანობას კორპორაცია წარმართავს მართვის მეცნიერულ მეთოდებსა და პროფესიულ მენეჯერებზე დაყრდნობით. მას აქვს შესაძლებლობა სწრაფად გადავიდეს საქმიანობის ერთი სახეობიდან მეორეზე. კორპორაცია ინარჩუნებს მემკვიდრეობითობას და მისი არსებობა არ არის დამოკიდებული აქციების გაყიდვის გამო თანამფლობელთა შეცვლაზე. ნაკლოვანებებიდან შეიძლება აღინიშნოსის, რომ კორპორაცია ერთეულ მოგებაზე იხდის უფრო მაღალ გადასახადებს, ვიდრე ფირმის სხვა ორგანიზაციული ფორმები. იბეგრება როგორც კორპორაციის მოგება, ისე აქციონერთა დივიდენდი.კორპორაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციის მფლობელი იღებს წილს, რომელიც მან შეიტანა ფირმის აქციონერულ კაპიტალში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები