ყალიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყალიბი

1. მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება რაიმე ნაკეთობისათვის გარკვეული მოხაზულობის მისაცემად, მაგ., სამსხმელო, ბეტონისა და რკინაბეტონის ნაკეთობების წარმოებაში და სხვ. ყალიბი მზადდება ხის, ლითონის, ქვიშის ან პლასტმასისაგან. აქვს მრავალჯერადი გამოყენება და ამიტომ საჭიროა პერიოდულად შემოწმდეს მისი ზომების სიზუსტე და სიმტკიცე. დასაბეტონებელი კონსტრუქციების მიხედვით, ყალიბის მრავალგვარი სახეობა არსებობს, რომელთაგან პრაქტიკული თვალსაზრისით ყველაზე მეტად გამოიყენება შემდეგი სახის: დასაშლელ-გადასაადგილებელი წვრილფაროვანი, მსხვილფაროვანი, ბლოკური, ასაწევ-გადასაადგილებელი, მოცულობით-გადასაადგილებელი, ჰორიზონტალურად გადასაადგილებელი, ვერტიკალურად გადასაადგილებელი, გვირაბის, მოუხსნადი, სპეციალური და სხვ.;
2. თიხის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ფორმა, ქანდაკების ან სხვა ნაწარმის ჩამოსასხმელად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები