აბაზანური ღუმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაზანური ღუმელი – ღუმელი მასალის გასაცხელებლად თხევად გარემოში. აბაზანური ღუმელი გამოიყენება თერმულ საამქროებში ლითონის დეტალების გასაცხელებლად
წრთობის, გამოწვის, დაციანების, ნორმალიზაციის, ცემენტაციის მიზნით, აგრეთვე მავთულისა და ლენტის პატენტირებისათვის. ჩვეულებრივი ღუმლისგან აბაზანური ღუმელი განასხვავებს გაცხელების სისწრაფე და თანაბრობა, დეტალების ზედაპირზე ჟანგვის პროცესის არარსებობა. აბაზანური ღუმელი ორი სახისაა: ელექტრო და ცეცხლის ალზე მომუშავე.
ყველაზე მეტადაა გავრცელებული ერთ და სამფაზიანი ელექტროდებმარილიანი ღუმლები, სადაც გამაცხელებელ აგენტად გამოიყენება გამდნარი მარილი, რომელიც ჩაიტვირთება შამოტის აგურით ამოგებულ სამუშაო კამერაში ან ცეცხლგამძლე ფოლადის ღუმლის ტიგელში.