მბრუნავი ღუმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:49, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მბრუნავი ღუმელი (მილოვანი ღუმელი, დოლური ღუმელი) – ცილინდრული ფორმის სამრეწველო ღუმელი მბრუნავი მოძრაობით გრძივი ღერძის გარშემო. მბრუნავი ღუმელის დანიშნულებაა მასალების გაცხელება მათი შემდეგი გადამუშავებისათვის. მბრუნავი ღუმელი კლასიფიცირდება: თბოგადაცემის პრინციპის, საწვავის სახეობისა და ენერგიის გადაცემის წესის მიხედვით. მბრუნავი ღუმელი გამოიყენება მეტალურგიაში, ცემენტისა და ქიმიურ მრეწველობაში. ძირითადი ზომები მერყეობს საზღვრებში: სიგრძე 50-230 მ, დიამეტრი – 3-7,5 მ. წარმადობა აღწევს 150 ტონას საათში.