ალებასტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალებასტრი - რბილი, დეკორატიული სანახელაო ქვა, იგივე თაბაშირი. ტერმინი „ალაბასტრი“ გვხვდება X ს. მწერლის ბასილი ზარზმელის თხზულებაში. ფართოდ იყო გავრცელებული ალებასტრისაგან ჭურჭლების გამოთლა, ალებასტრისგანვე თლიდნენ ლარნაკებს, რომლებიც განკუთვნილი იყო წმინდათა ნაწილების დასაცავად და სანელსაცხებლედ. ხალხური სიტყვიერება ალებასტრს უწოდებს „თაგვმარილას“. ალებასტრით არის გამოყვანილი საქართველოს სხვადასხვა ეკლესიათა კანკელები, კარნიზები, სხვა დასხვა სამშვენისი. საქართველოში არსებობდა ალებასტრის ძველი საბადოები, რაც მისი გამოყენების სიძველეზე მიანიშნებს.

ალებასტრს უწოდებენ მარმარილოს, ქვის ძვირფასი ჭურჭელი.




წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი 2013 წ.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები