ახალი მიკროეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი მიკროეკონომიკა - (new microekonomics) – ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის მომხრეები ცდილობენ გააიგივონ მიკრო- და მაკროეკონომიკა მიკროეკონომიკური დასაბუთების იმ მექანიზმით, რომელიც საფუძვლად უდევს ფასებისა და უმუშევრობის ცვლილებებს შორის ურთიერთკავშირს. ახალი მიკროეკონომიკა ეყრდნობა უმუშევრობის ბუნებრივი დონის ჰიპოთეზას და უარყოფს ბაზრის მონაწილეთა უფასო და სრულ ინფორმირებულობას. ახალი მიკროეკონომიკა ცდილობს ახსნას უმუშევრობის დადებითი ბუნებრივი დონის არსებობა და უარყოფითი კავშირი ფასებსა და უმუშევრობას შორის, რომელიც გამომდინარეობს მოკლევადიანი ფილიპსის მრუდიდან.

ახალი მიკროეკონომიკის მოდელები სხვადასხვაა, ამასთან, ყველა მოდელისთვის დამახასიათებელია წარმოების მოცულობის ცვლილებები, გამოწვეული წინასწარ განუჭვრეტელი ფასების შეცვლით. ამრიგად, ერთობლივი მოთხოვნის რაპროგნოზირებადი ზრდა იწვევს ინფლაციის მოულოდნელ ზრდას, ფასებისა და ხელფასების გაუთვალისწინებელ მატებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, განაპირობებს წარმოების მოცულობისა და დასაქმების გადიდებას. ეს კი, სხვა თანაბარ პირობებში, ფასების ზრდაზე ჩვეულებრივი რეაქციაა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები